ლევან მაჭავარიანი: საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამაში ძალიან დიდია
საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამაში ძალიან დიდია, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველო ტრეფიკინგთან და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა.
„საქართველო, აბსოლუტურად ყველა შეფასებით, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამაში ძალიან დიდია. ნებისმიერი ადამიანი თავს დაცულად გრძნობს ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოში მოწინავეები ვართ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა დაცული“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.



