შალვა პაპუაშვილი: მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ჩვენ მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს - ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო.

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ჩვენ მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს - ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო.

ევროკავშირი ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების დამხობას არჩევნებში ჩარევას. ამ სამყაროში სხვა ქვეყნების მხრიდან ვისი იმედი უნდა გვქონდეს? - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მან ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების იმედიან განწყობასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილი საქართველოს ეროვნული ინტერესებია.

„მშვიდობის პროექტი - ევროკავშირი რომ შენს არჩევნებში ჩაერევა, მისი ელჩი აგიტაციით რომ გამოდის და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ვისღა უნდა ენდო ამ სამყაროში, ხომ? ასე რომ ჩვენ, მიამიტურად არ ვუყურებთ სამყაროს და არც არასდროს ყოფილა სამყარო სხვანაირი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. მორჩა. არც გერმანია ზრუნავს ჩვენზე, არც რუსეთი, არც საფრანგეთი, არც ევროკავშირის ელჩი და არავინ საერთოდ. ყველა თავის ინტერესს გადაგვაყოლებს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, არავინ გაწირავს თავის ინტერესს ჩვენი ინტერესის გამო. ასე რომ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესიდან უნდა ამოვიდეთ. მეგობრობა სწორედ ეს არის, რომ ყველა აცნობიერებს თავის ინტერესს და ყველა ხვდება, რომ მეორეც მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად კი მან განაცხადა, რომ მაგალითად, საქართველოსა და რუსეთის საერთო ინტერესია, რომ ქართული ღვინო რუსეთში შედიოდეს.

„სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს მიდგომები [რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების შეზღუდვა] თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის და ამიტომაც გვიკვირს, როგორ შეიძლება, ასეთი მარტივი საკითხი, რომელიც ამავე დროს თავად რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება ახლა, როცა შეზღუდვა არის, არ ხდებოდეს ამ საკითხების გადაწყვეტა, რაც თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია.

რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან იყო დასახელებული საბაბები - ხარისხი, თითქოს უკრაინის ომის დაფინანსება და რიტორიკა. რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან დღესაც იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, ვიდრე საქართველოდან. მათ შორის ლიდერები არიან ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი, ლამის აცხადებენ, რომ ომში არიან ერთმანეთთან. თუ ვინმე აფინანსებს უკრაინის ომს, სწორედ ისინი და თუ ვინმეს რიტორიკა აქვს, მათ აქვთ რიტორიკა. ამიტომ ესეც აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ საბაბი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.