იგლ ჰილსის პროექტის წარმომადგენელი: ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციურ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. მთავარი ქუჩებისა და სანაპიროს გასწვრივ განთავსდება რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტები
ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციურ პრინციპზე იქნება დაფუძნებული, - განაცხადა იგლ ჰილსის პროექტის წარმომადგენელმა ჯო ჰანტმა.
მისივე თქმით, მთავარი ქუჩებისა და სანაპიროს გასწვრივ განთავსდება რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტები.
„ურბანული ფორმის დაგეგმვისას გამოყენებულია ქართული მაგალითებიც, ტერიტორიაზე შეიქმნება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ტერიტორია სრულად გახსნილი იქნება ვიზიტორებისთვის, მათ შორის - მდინარის მთელი სანაპირო ზოლი“, - აღნიშნა ჯო ჰანტმა.



