ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა
ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა. გამგებელმა აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსს ავარიულობის პირველი ხარისხი აქვს და ჩანაცვლებას არ ექვემდებარება, მერია გამონაკლისს დაუშვებს. იმისთვის რომ კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაში ჩაერთოს, მესაკუთრეების 100 პროცენტის თანხმობაა საჭირო.
„ჩანაცვლების პროგრამას გამონაკლისის სახით ვთავაზობთ. რაც შეეხება მეხუთე-მეექვსე სადარბაზოს, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები“, - აღნიშნა ლაშა ცაგურიამ.



