სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში გუშინ მომხდარი ფაქტის შეფასებისას.

მისივე თქმით, მათი მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

„მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ბიჭებმა ამ ამოცანას და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.