ნიკა გვარამია ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე: უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციამ საკუთარ დღის წესრიგს მოარგო.
ნიკა გვარამია ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
„ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს).
ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ, რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.
უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან“, - წერს ნიკა გვარამია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.



