შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს სიმბოლოდ იქცა პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში. აღმოჩნდა, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს სიმბოლოდ იქცა პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების, ვინაიდან ეს პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ეს პრინციპი მოქმედებს დღესაც - „დაყავი და იბატონე“. ასე გვყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის, დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რომ მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის სოცმედიაში ამ ბულინგის შედეგად. აი, ეს მოგვიტანა პროევროპულმა მიდგომებმა ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
თქვენ ნახეთ, რომ მაისში იყო, საია დამარცხდა სტრასბურგში სწორედ იმიტომ, რომ იცავდა სიძულვილის ენას. სტრასბურგმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. წარმოდგენით, საია ვისი ფულით აკეთებდა ამას. ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას.
ეს თუ არ რცხვენიათ იმ ელჩებს, რომლებიც აფინანსებდნენ ამ ორგანიზაციას. ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა, არამხოლოდ სიძულვილის ენის წახალისება, არამედ როდესაც ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა სიძულვილის ენას. ამაში დახარჯეს ევროკავშირის მოქალაქეების ფული. გადასახადების გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებაში და ნორმალიზებაში. ასე, რომ აქაც დადასტურდა თუ ვის მხარეზე დგანან ხოლმე უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. კარგია, რომ სტრასბურგმა ამ საკითხს ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“, - აღნიშნა მან.