კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი, კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?
გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, შეერთებული შტატები, ირლანდია, ისლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.
ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.