სპორტის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

სპორტის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის სპორტის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2025 წლის სექტემბერში გაფორმდა, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს