ალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ნაკრები თბილისში 21 ნოემბრის ჩათვლით ივარჯიშებს, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრება.​


გუნდმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში უკვე გამართა. ლეგიონერები – თორნიკე შენგელიას, რატი ანდრონიკაშვილს, მარკის რიდს, გიორგი კორსანტიასა და ალექსანდრე ფევაძეს ნაკრებს საბერძნეთში შეუერთდებიან, ხოლო „კსუ-კავკასიის“ ცენტრ გიორგი ტურძილაძესა და ბათუმელ გიორგი ოჩხიკიძეს 18 ნოემბერს ევროტურნირების თამაშები ელით და ნაკრებს საბერძნეთში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე - 20 ნოემბერს შეუერთდებიან.

ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.