„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და გეგმებით შედის
„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის
„ბორჯომის“ გლობალური განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. 135-წლიანი ისტორიის მქონე, პირველი ქართული მინერალური წყალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან „ბორჯომი“ ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით, Amazon-ზე იქნება წარმოდგენილი.
,,აშშ-ის ბაზარზე მომხმარებელს მინერალურ წყალ „ბორჯომთან“ ერთად „ბორჯომი არომატს“ და „ლიმონათი ბორჯომისგან“ ვთავაზობთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ზრდა არ არის, ვქმნით ძლიერ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც „ბორჯომის“ გლობალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარს „ბორჯომთან“ ერთად საქართველოც გავაცნოთ - ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიითა და მრავალწლიანი ტრადიციებით. გვინდა, რომ „ბორჯომი“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის არა მხოლოდ პრემიუმ მინერალური წყალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო იყოს.
ვამაყობ, რომ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ნაწილი ვარ და ვულოცავ „ბორჯომის“ გუნდს ამ წარმატებას. მჯერა, რომ უნიკალური შემადგენლობისა და ძლიერი მემკვიდრეობის საფუძველზე „ბორჯომი“ აშშ-ის ბაზარზე ფუნქციური სასმელების მზარდ კატეგორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს”, - აცხადებს ივანე მაჭავარიანი „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი.