მხატვარმა თავისუფლების ქანდაკება 43,5 წამში დახატა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

მხატვარმა თავისუფლების ქანდაკება 43,5 წამში დახატა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

მხატვარი დევიდ გარიბალდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების ქანდაკების გამოსახულებით ნახატი 43,5 წამში შექმნა. მხატვარი ნიუ-იორკში, ცნობილ ძეგლზე პირდაპირი ხედის მქონე მოედანზე მუშაობდა.

„მინდოდა, ახალი თამასა დამეწესებინა საკუთარი თავისთვის და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ეს ვინმეს შთააგონებს და ის იტყვის: „მეც ვცდი“. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ რეკორდის მოხსნაც რომ ვერ შეძლო, ამ პროცესში მაინც უფრო დახვეწილად დაეუფლები შენს საქმეს“, - განაცხადა გარიბალდიმ.