პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება

პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველომ 2025 წელს გადაჭრა და გამოწვევა, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა გაუმკლავდეს. პრემიერ-მინისტრი ანგარიშში შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა გასული წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირთან ჰარმონიზაცია.

მთავრობის მეთაური ყურადღებას მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილებს. დოკუმენტი გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დაასრულებს.