პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებას უსმენენ
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ანგარიშს მთავრობის წევრები, პატრიარქი შიო მესამე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.
ირაკლი კობახიძე ვრცლად ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.
პარლამენტში წარდგენილი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობას გასული წლის პირველი ივნისიდან და მასში ყველა სფეროზე დეტალურადაა საუბარი.
რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.