სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აზერბაიჯანის სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აზერბაიჯანის სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ეროვნული სისტემები, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. მხარეებმა იმსჯელეს პროაქტიული და ელექტრონული სერვისების განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს