კახა კალაძე: შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური
ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არა შეურაცხყოფით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარმოებულ საქმეებზე დასმულ შეკითხვაზე.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ტიპის ფაქტები გახშირდა, თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.
„ზოგადად შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გახშირდა მსგავსი ტიპის ფაქტები, თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევით ხდება. ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, კონკრეტული დავალებებით, რომ უნდა მოახდინონ დისკრედიტაცია ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოს, ჩვენ სარწმუნოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ცუდია ეს და უნდა დარეგულირდეს. ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არა შეურაცხყოფით“, - განაცხადა კახა კალაძემ.