ირაკლი კობახიძე: მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის
როდესაც მადლობაზეა საუბარი, მთავარი მადლობა ეკუთვნის მაინც, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა ხალხის სიმტკიცე, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა.
„მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა საზოგადოების სიმტკიცე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს და სამთავრობო გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის.
„მე მინდა, პარლამენტს, პარლამენტარებს გადაგიხადოთ მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული, მათ შორის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მუდმივად გრძნობს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. მადლობა თქვენ, პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა ვერ იქნებოდა წარმატებული.
მე მინდა, სამთავრობო გუნდს გადავუხადო მადლობა. ეს არის პროფესიონალების გუნდი და ყველა ის შედეგი, რომლის წარდგენის საშუალება მქონდა დღეს, არის თითოეული ამ ადამიანის, თითოეული მინისტრის საქმიანობის შედეგი. რეალურად, მიღწევები არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მე მქონდა დღეს ამაზე საუბრის საშუალება, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მიღწევას ვერ შევეხე, თუმცა ის ჩამონათვალი, რაც დღეს წარმოგიდგინეთ, უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც სამთავრობო გუნდმა განახორციელა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მის გუნდს მხარდაჭერისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.