ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დარბაზში კანონმდებლებმა შეკითხვები დასვეს. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთში რეპლიკებიც გაცვალეს.

უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წევრები სიგიჟეებს იგონებენ, თუმცა არგუმენტირებულ პრეტენზიებს ვერ ასახელებენ.

"ალბათ, თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები და კმაყოფილები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, აქ ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი, ყოველ დღე ვფიქრობდეთ იმისთვის, მეორე დღე გაუთენდება თუ არა საქართველოს.

ალბათ მაშინ იქნებოდით კმაყოფილი, თქვენც და დანარჩენებიც, ვინც იქ დგანან და რევოლუციას უწყობს საკუთარ ქვეყანას. აბა ერთი არგუმენტი ვერ ვნახე, სიგიჟეებს იგონებთ, ერთი პრეტენზია ვერ დაასახელეთ. კმაყოფილი რატომ ხართო? დიახ, კმაყოფილები ვართ. პრემიერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შევამცირეთ ეს უმუშევრობა, შემცირდა ეს შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა, მაინც ბევრია გამოწვევა და ამაზე ილაპარაკა. ამაზე ვთქვით.

მე წალენჯიხელი ვარ და ვნახეთ თქვენი კოალიციური მმართველობა ჩემს რაიონში. განახლებული რეგიონების თემაში, ყველა მუნიციპალიტეტმა ფული დაიმატა და თქვენ ისიც ვერ აითვისეთ, ეს არის თქვენი მმართველობის სტილი. კიდევ აქ გამოდიხართ და ხმამაღლა ლაპარაკობთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.