პრემიერი: ქალბატონი სოფო ხორგუანი საუბრობდა, თითქოს არსებობს ორი საქართველო, საქართველო არსებობს ნამდვილად ერთი. ჩვენ ჩაგაბარეთ დღეს ანგარიში ამ ერთი საქართველოს შესახებ - ის ადამიანებიც, რომლებმაც შეძლეს სიღარიბის დაძლევა და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო და ჩვენ, თითოეულ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ ერთნაირად, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ქალბატონი სოფო ხორგუანი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს არსებობს ორი საქართველო. საქართველო არსებობს ნამდვილად ერთი, ეს არის ერთი საქართველო და ჩვენ ჩაგაბარეთ დღეს ანგარიში ამ ერთი საქართველოს შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თანაბრად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მიღწევებზე, ისე პრობლემებზე და ეს არის ერთი საქართველო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გასულ 5 წელიწადში 3-ჯერ შემცირდა საქართველოში სიღარიბე, იქვე ვთქვით, რომ ჯერ კიდევ 280 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის ერთი საქართველო. ის ადამიანებიც, რომლებმაც შეძლეს სიღარიბის დაძლევა და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო და რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ ერთნაირად, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.