ირაკლი კობახიძე: აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება
აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო შეთავაზება.
„რაც შეეხება მიმდინარე ხელშეკრულებებს, აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება. ნუ ისაუბრებთ ზოგადად, წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტები. თუ კონკრეტული ფაქტია რაიმე, წარმოადგინეთ და მყისიერი იქნება ჩვენი რეაგირება. იგივე ეხება კონკრეტულ ფაქტს, საუბარი იყო კონკრეტულ დევნილ მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაბალი ქულა მიანიჭეს რაღაც კორუფციული მოტივით. წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტი და მყისიერად გვექნება რეაგირება. ეს არის ძალიან მკაფიო შეთავაზება, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენ წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.