თორნიკე ჭეიშვილი: ვინც თვალყური მიადევნა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი და კომპლექსური მიმოხილვა იმ პროგრესის, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული მთავრობის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „დღის ქრონიკაში“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი და კომპლექსური მიმოხილვა იმ პროგრესის, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული მთავრობის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგად.
„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ვინც თვალყური მიადევნა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი და კომპლექსური მიმოხილვა იმ პროგრესის, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული მთავრობის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო როგორც შიდაპოლიტიკურ თემებს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის ზრდის ძალიან მაღალ ტემპებსა და პოზიტიურ დინამიკაზე, ისე სოციალურ მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე, უმაღლეს განათლებაზე და რეფორმაზე. საუბარი შეეხო უსაფრთხოებას, მართლწესრიგს. დეოკუპაციას, საგარეო პოლიტიკაც ფიგურირებდა პრემიერის გზავნილებში. შევეხეთ თემას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვალდებულებების ძალიან დიდ პროცენტი - დაახლოებით 80% არის უკვე შესრულებული, თუმცა აღმოსავლეთთანაც მნიშვნელოვანია ურთიერთობები და აქაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს როდესაც საუბარი შეეხება ჩინეთს და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. აქცენტი გაკეთდა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაზე. ეს იყო ძალიან კომპლექსური მიმოხილვა ყველა მიმართულების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.