შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს:„თეატრალური დასების ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“

შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს:„თეატრალური დასების ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“

შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს:„თეატრალური დასების ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსის მიზანია საქართველოში ან/და საქართველოს ფარგლებს გარეთ საზოგადოებისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა;

პროფესიული თეატრების გასტროლების ხელშეწყობა დედაქალაქში, რეგიონებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა;

თეატრალურ პროცესში, პროფესიული კერძო და მუნიციპალური თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა/გაუმჯობესება, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.

განაცხადები მიიღება 26 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით.

განაცხადების ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://creativegeorgia.ge/form11