კულტურის სამინისტრო: მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო
მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო.
გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გენოს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს