ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს

ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს

მეორე დღეა, „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს.

კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. გემოფესტზე იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმეა წარმოდგენილი.

მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო-ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. გასტრონომიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება, აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ გასართობ აქტივობებში.