საბა ბუაძე: ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ

საბა ბუაძე: ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ

„მასკიანი" ხალხი რომ ათარეშეთ ამ ქვეყნის დედაქალაქში და ორი წელია ამბობთ, რომ ვერ გავიგეთ ვინ იყოო, ეგ იყო პოლიციისთვის ჩრდილის მიყენება და სამარცხვინო ქმედება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ. ყველაზე მეტად პოლიციას ამ ქვეყანაში ნდობა დაუკარგეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ, როდესაც ჩააყენეთ პარტიის სამსახურში. ნებისმიერი კვლევა ნახეთ. „მასკიანი" ხალხი რომ ათარეშეთ ამ ქვეყნის დედაქალაქში და ორი წელია ამბობთ, რომ ვერ გავიგეთ ვინ იყოო, ეგ იყო პოლიციისთვის ჩრდილის მიყენება და სამარცხვინო ქმედება", - აღნიშნა საბა ბუაძემ.