ცოტნე კობერიძე „ქართულ ოცნებაზე“: არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა

არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ოპოზიციონერმა ცოტნე კობერიძემ „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას.

მისივე თქმით, ყველა კონფლიქტის ავტორი, რაც ქვეყანაში წარმოიშვა, იყო „ქართული ოცნება“.

„ერთადერთი პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ საკუთარი ძალაუფლების დათმობისკენ მიდის რაღაც და ამ დროს ბრაზდება „ქართული ოცნება“, მაგრამ მათი ძალაუფლების ჭირისუფლები აქ ვერ ვიქნებით.

ბატონი არჩილ გორდულაძე რომ ამბობს გუშინდელ ინციდენტზე, არის რაღაც, რასაც ვერ მოითმენო, ქართველი ხალხისთვისაც არის რაღაც, რასაც ვერ მოითმენს“, - აღნიშნა კობერიძემ.