სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე “ფორმულას” ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება. 

ბარამიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის პროპორციულობას ეჭვქვეშ აყენებს.

მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ განესაზღვრა დავითაძეს 17-წლიანი პატიმრობა და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, თუ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჭრილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

“ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა.”- აცხადებს ბარამიძე.