გიორგი ცაგარეიშვილი: გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს

გიორგი ცაგარეიშვილი: გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილებისთვის დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაზაფხულის ბოლოს ზუგდიდში, 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას.

„ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა დასაკმაყოფილებლად ორ პროგრამას ახორციელებს. ერთი არის ბინებით დაკმაყოფილება, მეორე - სოფლად სახლის პროგრამა. გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. ამით ბინების გადაცემის მეშვეობით, მასობრივი განსახლების ერთი ეტაპი საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდება. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს.

ასევე გრძელდება სოფლად სახლის პროგრამა. 2000 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი კომპენსაცია გავეცით იმისთვის, რომ სოფლად სახლები შეიძინონ. დიდი რაოდენობა იყო დარჩენილი დევნილების, ვისაც არ უსარგებლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით. გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო იმგვარი პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა, მათ აქამდე ჰქონდათ შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე - ბინა, სოფლად სახლი, თუ სხვა რამ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.