შალვა პაპუაშვილი: აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ

შალვა პაპუაშვილი: აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ

აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ.

„საერთო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ამ ჯგუფებს რაც აქვთ მთავარი პრობლემა, არის აგენტურული ხასიათი, რაც იმაში ვლინდება, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავის დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი, საერთოდ არ ფიქრობენ ქართველ ხალხზე. არ ფიქრობენ, პირველ რიგში იმაზე, როგორ მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ასე რომ, აგენტურა აგენტურაა. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გადაადგილება იქნება. აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.