თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა.
„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ ამ ასამბლეას. დღეს გვქონდა ბიუროს სხდომა, იქნება კომიტეტის სხდომა, რომელსაც ვუძღვებით. მივიღეთ საორგანიზაციო გადაწყვეტილებები ასამბლეასთან დაკავშირებით. ხვალ კი შედგება თავად ასამბლეა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ათი ქვეყანა მიღებს მონაწილეობას. დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსულია, დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ ვუმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა, მათ შორის მეც, როგორც ასამბლეის პრეზიდენტს, მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობა ასამბლეის სახელით. ამით გარკვეულწილად გავააქტიურეთ, გავამდიდრეთ ასამბლეის მუშაობა. შემდეგ ეტაპზე უკვე საბერძნეთს გადავცემთ ასამბლეის თავმჯდომარეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.