ტატა ხვედელიანი: პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ქვეყნის პრემიერისა და მთელი მთავრობის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ, მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა. უკვე სამი დღე გავიდა. არანაირი რეაგირება, მაშინ, როდესაც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხვედელიანი წერს, დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი აგებს პასუხს.
„ამავე დროს, მზია ამაღლობელი ციხეში ზის პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო; ოთხი შვილის დედა – ბანერის ფლომასტერით გაფერადებისთვის; მშვიდობიანი, უდანაშაულო მსახიობები კი საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის. ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით! ამ დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი, ყველა პასუხს აგებს“, – წერს ტატა ხვედელიანი.