ირაკლი მეზურნიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება გენერალურ ასამბლეაზე, მთავარი არის ხელოვნური ინტელექტი

ირაკლი მეზურნიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება გენერალურ ასამბლეაზე, მთავარი არის ხელოვნური ინტელექტი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, თბლისში დაგეგმილი გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.

მისი თქმით, საქართველო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ასამბლეის სხვადასხვა ფორმატში, ხოლო მიმდინარე ღონისძიებაში მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მონაწილეობენ

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება ამ შემთხვევაში გენერალურ ასამბლეაზე. მთავარი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სესიებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილებს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და დელეგაციები არიან საქართველოში ჩამოსული. გვყავს მაღალი რანგის სტუმრებიც, მაგალითად, მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციის ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნის. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ჩატარდება. ჩემი კანდიდატურა არის გამოტანილი ვიცე-პრეზიდენტის დამტკიცების რანგში და იმედი მაქვს, რომ ქვეყნები დამიჭერენ მხარს და ჩვენს ქვეყანას შემდეგი 2 წლის განმავლობაში ეყოლება ვიცე-პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეაში", - აცხადებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში პაბსეკის რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით სასტუმრო "პარაგრაფ თაბორი" უმასპინძლებს. გაიმართება ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაც. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.