ბიძინა გიორგობიანი: რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის ირანთან ურთიერთობა და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც

ბიძინა გიორგობიანი: რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის ირანთან ურთიერთობა და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც

რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის [ირანთან ურთიერთობა] და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ირანთან ურთიერთობაზე.

„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია. ხომ შეხვდა ფაშინიანი ირანის წარმომადგენელს და საქართველოს პრემიერი როდესაც ჩავიდა [ირანში] ტრაგედია რომ მოხდა, როგორ შეიძლებოდა თურმე. რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის [ირანთან ურთიერთობა] და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც. სხვა მოცემულობა აქვთო, მაგრამ რა მოცემულობა აქვთ [რეგიონის სხვა ქვეყნებს], ამას უკვე ვეღარ ამბობენ. სამხრეთ კავკასია იმდენად პატარა სივრცეა და სამი ქვეყნისთვის იმდენად ერთობლივი მოცემულობაა, არ შეიძლება ამ სამიდან რომელიმეს სხვა მოცემულობა ჰქონდეს. იგივე მოცემულობა აქვს აზერბაიჯანს, საქართველოსაც და სომხეთსაც თავის ყველა მეზობელთან და უნდა შევცვალოთ არ ვიცი საიდან მოსული ქედმაღალი დამოკიდებულება“, - აღნიშნა გიორგობიანმა.