ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ლატვიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს რიგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლატვია გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსული საოკუპაციო ძალისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, დასძინეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.