ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
„ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შევხვდი. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები", - წერს ირაკლი კობახიძე.