ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციასა და რეგიონებში შეხვედრებს ეხებოდა.
„ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება. ზუსტად ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, უამრავი საკითხი დაისვა ახალგაზრდების მხრიდან და მთავარია, რომ ეს გაგრძელდეს. მთავარია ამ პროცესის გაგრძელება, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ურთიერთობა ახალგაზრდებთან, იმისათვის, რომ მეტი მოვისმინოთ მათგან და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათ მიერ წამოჭრილი საკითხები“, – განაცხადა კობახიძემ.