აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს, ასევე, ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებასა და შეძენილ უნარებზე. ახალგაზრდებმა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით პრაქტიკული და შემეცნებითი ტრენინგები გაიარეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს მათივე დიზაინით შექმნილი სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტი ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის ასაკის 80 მოზარდი იღებდა.
პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ციფრული უნარების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა და მათი სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერაა.