ირაკლი ზარქუა: „ნაცებში“ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია

ირაკლი ზარქუა: „ნაცებში“ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია

„ნაცებში“ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ. მერამდენედ უნდა გახსნან პარტია და არჩევნები, რაღაც სიგიჟეები მოიგონონ? არჩევნები ჯერ ელექტრონულად ჩაატარეს, შემდეგ თავმჯდომარე სოციალური ქსელით აირჩიეს, ახლა ციხიდან უნიშმავენ თავმჯდომარეს და ესეც არ მოსწონთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ფიცრულ, ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ და არ ვიცი, კიდევ რა სიგიჟეს მოიფიქრებენ, რომ თავიანთი უბადრუკობა გაამართლონ.

„ვინ იქნება აგენტურულ და მავნებელთა პარტიაში ხელმძღვანელი, ნაკლებად საინტერესოა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ალტერნატივა შექმნეს – დღისით მათი განცხადებებით ვხალისობთ, დანარჩენი საინტერესო არ არის. თემა არის ის, თავიანთ პატრონებს თავი როგორ მოაწონონ, რათა პარტიაში მეტი დაფინანსება გადაქაჩონ. რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით. ეს არის ბელადის, მწვალებელი კაცის პარტია, რომელიც პატრონების საამებლად რაღავის გაკეთებას ცდილობს. მთავარი ოპოზიციური პარტია არ არის და ამას ვერ ეგუებიან. „ნაცების“ თემა ჩავლილია. რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, ეს არის „ფანჩატური 3“. უბრალოდ, აქ შალიკო გამოტოვეს და რატომ აითვალისწუნეს, არ ვიცი. დაპირისპირებაა „კარენოი“ „ნაცებსა“ და ახალ „ნაცებს“ შორის. ე.წ. ფანჩატურში ვერ გაიყვეს, მთავარი ლიდერი ვინ იქნება. ციხიდან გიჟი იჩემებს, მე ვარ ლიდერიო. სწორიც არის, სააკაშვილის გარეშე ეს აგენტურა რას წარმოადგენს? არაფერს, არც მისი პარტია. შესაბამისად, იმ კაცს არგუმენტირებული პრეტენზია აქვს, რომ ლოდერი იყოს. ჩერგოს ლიდერობას დაათმობინებ, ძლივს დაჯდა მაგიდის თავში. „კარენოი“ „ნაცებსაც“ ამბიცია აქვთ და ამიტომ აქვთ აჯაფსანდალი, აგენტურა თუხთუხებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ იწყებენ პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული, ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას თანამედროვე, ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად.