სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასა და სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასა და სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასა და სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

თანამშრომლობა, ასევე, ითვალისწინებს სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული აქტივობების განხორციელებას.