ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.
ღარიბაშვილის ადვოკატები კი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალდება წარუდგინა.