თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ღამე ბიბლიოთეკაში 2“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა

თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ღამე ბიბლიოთეკაში 2“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით, თსუ-ის პირველი კორპუსის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ღამე ბიბლიოთეკაში 2“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონკურსის შედეგად შერჩეულმა ათმა გამარჯვებულმა ავტორმა პროექტში მონაწილეობა მიიღო. მათ თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში მხატვრული ჩანახატი ან ესე დაწერეს. პროექტის მიზანი სტუდენტების წერითი და აკადემიური უნარების წარმოჩენაა.

ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდა, მათი ნაშრომები კი წიგნის სახით გამოიცემა. მონაწილეებისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, ზალიკო სულაკაურმა მათი კარიკატურები დახატა.