პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქციის მოპარვასა და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს - პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -177- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.