მედია: ზელენსკი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება

მედია: ზელენსკი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვიზიტს ადასტურებენ დიპლომატიური წყაროებიც.

მედიის ცნობით, ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში 28 ივლისს არის დაგეგმილი. მან გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.