გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება - ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63 -ია
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება. ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63 -ია. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს გატარებული რეფორმების და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.
„უკვე წელიწადზე მეტია, გაცვლითი კურსი არის სტაბილურად, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გამართულ პოლიტიკაზე და ასევე, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობაზე მიანიშნებს, რადგან სტაბილური ვალუტა სტაბილური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი ფაქტორია", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.