დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს: არსებული ბეტონის საფარის დემონტაჟს; ახალი, ხელოვნური საფარისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობას; დამცავი ბადეების შეცვლას, კალათბურთის ფარებისა და საფეხბურთო კარების განახლებას; ლითონის კონსტრუქციების სრულ შეღებვას.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი სამუშაოები პარალელურად კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოების საერთო ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს.