რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და მწვანე ზონა მოეწყობა.
სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო.
პარალელურად, ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩების შიდა უბნებში და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს.
შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.
„არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ეზოების მოწესრიგებას და იქ შესაბამისი გარემოს შექმნას ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. მსგავსი შეხვედრები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება, დეტალურად გავიაროთ მათთან ერთად საპროექტო ნაწილი, რომ უკვე განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია თუ თხოვნა, რომელიც ექნება მოსახლეობას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.