ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება - „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია

„საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია.

„გამოძიება ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ „საქართველოს ფოსტამ“ გაიუმჯობესოს ფინანსური მაჩვენებლები და ამ კუთხით ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ფუნდამენტური ცვლილება. თუ 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დარჩენილი „საქართველოს ფოსტას“, ამ დავალიანებას გაისტუმრებს, გავა წლიურ მოგებაზე და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება“, - განაცხადა პრემიერმა.