ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა.
ცოტნე ანანიძემ, კლუბის დამფუძნებელთან, მთავარ ინსტრუქტორთან - გიორგი ელიზბარაშვილთან და მამუკა გელაძესთან შეხვედრისას, აჭარის სპორტულ პოტენციალსა და მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე პატარა სპორტსმენებს მიესალმა, წარმატება და კარიერული წინსვლა უსურვა.
თავის მხრივ, ფილადელფიის კარატეს კლუბის წევრებმა მასპინძლებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კარატეს კლუბი პენსილვანიის შტატ ქალაქ ფილადელფიაში ფუნქციონირებს. კლუბში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც. სპორტსმენების უმეტესობა, შტატის საერთაშორისო
ტურნირების და ამერიკის პრიზიორია.
ფილადელფიის კარატეს კლუბის დელეგაცია ბათუმს სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვია. შეჯიბრში „ბათუმი ოუფენი - 2026“ შვიდი ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.