რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. "აიას" სარაგბო კომპლექსში უმაღლესი დონის მატჩების ჩასატარებლად სამზადისი დასკვნით ფაზაშია. უკვე დასრულებულია ხუთივე სტადიონზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჰიბრიდული საფარის მოწყობა.

დასკვნითი სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისის "აიას" კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს.

ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსოფლიო თასისთვის ხუთივე არენაზე უკვე დასრულებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოები. განახლდა ტრიბუნები, ადმინისტრაციული შენობები, სველი წერტილები, ფასადები, განათების სისტემები და გარე ინფრასტრუქტურა.

განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი - 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.