გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს მდინარეებზე – ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა (საფრთხის დონე საშუალო).